Jul 20, 2020

ცივი პროცედურები


ცივი პროცედურები

ცივი პროცედურები ძალიან კარგია როგორც თქვენი სხეულისთვის ასევე   თქვენი  ფსიქიკისთვის და არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ზოგადი გაუმჯობესებისთვის. ცივი პროცედურების შედეგად: 

  1. ძალიან მნიშვნელოვნად გაგიძლიერდებათ ნებისყოფა
  2. მოგემატებათ ენერგია
  3. გაგიძლიერდებათ იმუნიტეტი (რეგულარული ცივი შხაპებით 50%-ით მცირდება ავად გახდომის შანსები)
  4. გაგიუმჯობესდებათ კანი
  5. გაგიუმჯობესდებათ  თმები
  6. ცივი პროცედურების შემდეგ განსაზღვრული დროით 250%-ით იზრდება დოპამინის კონცენტრაცია, რაც მოგცემთ დიდ მოტივაციას. 
  7. გამოიყოფა ნორეპინეფრინი რომელიც აძლიერებს ყურადღებას, კონცენტრაციას, ამაღლებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებასთან წვდომას 
  8. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
  9. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას 
  10. მთელი დღის განმავლობაში გულისცემა გექნებათ უფრო დაბალი რაც იმას ნიშნავს რომ გული ნაკლებად დაიტვირთება. 
  11. ამცირებს დეპრესიას
  12. აუმჯობესებს ნაყოფიერებას (სპერმის ხარისხს)
  13. აუმჯობესებს ძილს 
  14. კარგია ვარჯიშის შემდგომ კუნთების აღდგენისთვის
  15. ანთებითი პროცესების შემცირება
  16. ასევე გაგიფართოვდებათ კომფორტის ზონა შედეგად უფრო ადვილად გააკეთებთ ნაკლებად სასურველ საქმეებს და უფრო მდგრადები იქნებით სტრესის მიმართ. 


სიცივე და გაცივება

მოდი დასაწყისშივე განვმარტავ დაგემართებათ თუ არა ცივი პროცედურების შედეგად ფილტვების ანთება, გაცივება, კიბო, შიდსი და ბევრი სხვა რამ... შეუძლებელია რომ ცივი ტემპერატურის გამო გაცივდეთ ან ფილტვების ანთება აიკიდოთ ვინაიდან გაცივებასაც და ფილტვების ანთებასაც იწვევს კონკრეტული ვირუსი რომელიც უნდა შეგეყაროთ, როგორც გრიპია ვირუსით გამოწვეული ასევე ეს ორიც ვირუსის შედეგია. როდესაც ორგანიზმი ცივდება ამ დროს მას უსუსტდება იმუნიტეტი და თუ დასუსტებული იმუნიტეტის დროს შეგხვდათ  ვირუსი, მაშინ გაიზრდება შანსი რომ გაცივდეთ, ვინაიდან იმუნიტეტი როცა დასუსტებულია ვირუსებს უფრო რთულად შეაჩერებს. თუმცა აქვე დავსძენ რომ რადიკალურად გაზვიადებულია მოსახლეობის მოსაზრებები იმაზე თუ რამხელა გავლენააქ სიცივეს გაცივებაზე. სინამდვილეში სიცივე საკმაოდ მცირედით მოქმედებს თქვენი გაცივების შანსებზე. ორ ფაქტორს შეყავს მოსახლეობა შეცდომაში

1)
სწორედ ზამთრის პერიოდში ვრცელდება ძალიან აქტიურად გაცივების ვირუსები, ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთი ის რომ ტენიანობა მცირდება სიცივეში და ვირუსებს ძალიან უყვართ დაბალ ტენიანი გარემო. გარკვეულ ვითარებებში სიცივე  აშრობს ნესტოების შიდა კედელს რაც აადვილებს ვირუსების ორგანიზმში შეღწევას. ვირუსები გადადიან ადამიანიდან ადამიანზე ხოლო სიცივეში ხალხის უმეტესობა დახურულ სივრცეებშია, ერთ სივრცეში ყოფნა აადვილებს ვირუსის გადაცემას ადამიანიდან ადამიანზე. აგრეთვე ეს დახურული სივრცეებიც უფრო მეტად ჩაკეტილია და ნაკლებად ნიავდება სიცივის გამო რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ვირუსების გავრცელებას.
ხოდა თუ ცივ პერიოდებშია ეს ვირუსი ყველაზე გავრცელებული და გაადვილებულია მისი ადამიანიდან ადამიანზე გადადება მაშინ შანსებიც ბევრად მეტია რომ ზამთარში შეიძლება შეგცივდეთ და ამ შეცივებას დაემთხვას ვირუსის აკიდებაც და პირდაპირი მიზეზ შედეგობრივი კავშირი დაადგინოთ სიცივესა და გაცივებას შორის. სინამდვილეში ჩვენ გვხვდება ოთხი ტიპის შემთხვევა A) როცა ადამიანს თბილა და იგი გაცივდა B) როცა თბილა და არგაცივდა C) როცა ცივა და გაცივდა D) როცა ცივა და არგაცივდა. მაგრამ ვინაიდან ყველა ფიქრობს რომ გაცივება სიცივის გამოწვეულია ამიტომ მესამე ვარიანტზე ამახვილებს ყველა ყურადღებას და იმახსოვრებს რომ აი შემცივდა და გავცივდიო თორე ზაფხულში პაპანაქება სიცხეში არცივდება ხალხი? გინდაც ზამთარში თბილად ეცვა ადამიანს და გაცივდა? ან რამდენჯერ ყოფილა რომ შეგცივდათ და არგაცივდით? მოკლედ  ცივი აბაზანა და შხაპი თქვენ არ გაგაცივებთ და ფილტვების ანთებას არ დაგმართებთ თუ ეგ ვირუსები არ მძვინვარებს თქვენს აბაზანაში, ხოლო აბაზანიდან როცა გამოხვალთ პირიქით უფრო იშვიათად გაცივდებით და უფრო ამტანი იქნებით ვინაიდან ცივი შხაპები მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს

2)
სიცივის დროს ადამიანს სტკივა ყელი და აქვს სურდო რასაც იგი აიგივებს გაცივებასთან თუმცა ეგ ყელის ტკივილი და სურდო სხვა მიზეზებითაა გამოწვეული.  ფილტვებისთვის სასურველია რომ ცოტათი ნესტიანი ჰაერი შევისუნთქოთ (ძალიან მშრალი ჰაერი მას არუხდება) და ცხვირის ერთ-ერთი ფუნქცია ისაა რომ შესუნთქული ჰაერი დაატენიანოს და გაათბოს   სანამ ის ფილტვებში მოხვდება. ცივი და მშრალი ჰაერი ცხვირში ააქტიურებს სენსორს რომლებიც ცხვირს აწვდის მეტ სისხლს რათა ამ სისხლმა გაათბოს ჰაერი და აგრეთვე გამოიყოფა სურდო რათა დატენიანდეს ეს ჰაერი. ცივი ჰაერი ასევე იმუნურ სისტემასაც ააქტიურებს ცხვირის არეში რომელიც თავის მხრივ დამატებით სისველეს გამოყოფს რათა უფრო მეტად დაატენიანოს ჰაერი.  რაც შეეხება ყელის ტკივილს ცივმა და მშრალმა ჰაერმა შეიძლება გააღიზიანოს ყელის ნერვები რაც შესაბამისად იწვევს ყელის ტკივილს.  გაცივების შემთხვევაში კი უშუალოდ ვირუსი მრავლდება ყელში და იგი აღიზიანებს ყელის ქსოვილებს. ცხვირში კი გაცივების დროს გამოიყოფა ანთებითი შუამავლები რომლებიც თავის მხრივ ააქტიურბს ლორწოვან ჯირკვალს რომელიც გამოყოფს სურდოს, სხვადასხვა დამატებითი ფაქტორებით ღიზიანდება ცხვირის ნერვები რაც იწვევს ცემინებას.

რომ შევაჯამოთ ზამთარში ძალიან გავრცელებულია ვირუსები რაც ზრდის შანს რომ როცა გვცივა მაგ დროს შეგვხვდეს ვირუსი და ერთი მეორესთან დავაკავშიროთ. ასევე სიცივეში შეიძლება ყელი აგვტკივდეს და სურდო დაგვეწყოს (თუმცა სითბოში მალევე მოგვშორდება ეს სიმპტომები) ვინაიდან გაცივების დროს იგივე სიმპტომები გვაწუხებს  შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ იგი ცივდება და აი მერე სითბოში რომ შევიდა გადაურჩა გაცივებას რაც მცდარი მოსაზრებაა.  და საბოლოოდ რათქმაუნდა ის ფაქტორიც არსებობს რომ გაციებულ ორგანიზმს უსუსტდება იმუნიტეტი და იზრდება გაციების შანსი მაგრამ ეს შანსები ბევრად უფრო მცირეა და ბევრად უფრო პატარაა ვიდრე ზოგადად მოსახლეობას ჰგონია.  რათქმაუნდა თუ ადამიანს ძალიან სუსტი იმუნიტეტი გააჩნია და ძალიან მგრძნობიარეა სიცივის მიმართ, მასზე უფრო მეტად იმოქმედებს სიცივე და უფრო შეიძლება გაცივდეს, ავად გახდომის თუ გეშინიათ და ჭკუა თუ გაქვთ პირიქით არუნდა მოერიდოთ სიცივეს, მაქსიმალურად უნდა გაკაჟდეთ და გაძლიერდეთ თუ გინდათ, რომ უფრო იშვიათად გახდეთ ავად და თუ გახდით უფრო მსუბუქი სიმპტომებით და სწრაფად გადაიტანოთ





ცხელი შხაპიც კარგია ბევრი რაღაცისთვის მაგრამ ვინაიდან ცხელი საკმაოდ კომფორტულია და მას ისედაც მიიღებთ ამიტომ აქცენტი იქნება ცივ პროცედურებზე. ძირითადად ხუთი ტიპის ცივი პროცედურა არსებობს:

1) ცივი შხაპი
2) კონტრასტული შხაპი
3) ცივი აბაზანა
4) კრიო კამერა 
5) ცივ ამინდში სეირნი

ცივი შხაპი


ცივი შხაპის მისაღებად: ძალიან მარტივად შედიხართ დუშში და იღებთ ცივ შხაპს smile.gif სასურველია მინიმუმ 3 წუთი მიიღოთ. თქვენ თუ დამწყები ხართ ან ზოგადად გიჭირთ ცივი შხაპის მიღება, ჯერ იბანავეთ თბილ წყალში და ბოლოს მიიღეთ ცივი შხაპი. თავიდან შეგიძლიათ 10-20 წამით დაიწყოთ და ნელნელა გაზარდეთ დრო 3 წუთამდე, თუ ზამთარში იწყებთ შხაპებს ამ დროს წყლის ტემპერატურა დაახლოებით 11 გრადუსამდე ეცემა (თბილისში) ამიტომ შეგიძლიათ ცოტა თბილი შეურიოთ რომ ადვილი იყოს. შეეცადეთ რომ წყალი 15 გრადუსზე უფრო თბილი არიყოს, რათქმაუნდა 20 გრადუსშიც არაუშავს შხაპს მაგრამ 15 გრადუსის ქვემოთ უფრო კარგი სიცივეა. დაიმახსოვრეთ ბანაობა არ დაამთავროთ ცხელი წყლით, ყოველთვის ცივით დაამთავრეთ. როცა მიეჩვევით ცივ წყალს მერე უკვე მაქსიმალურად ცივი მიიღეთ და 3-10 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ რომ აკეთოთ ეს. ასევე სასურველია რომ შხაპის მიღება პირდაპირ ცივით დაიწყოთ თუმცა თუ გიჭირთ და შესვლის წინ ბევრ დროს წელავთ ამ შემთხვევაში ჯერ თბილი და მერე ცივიც შეგიძლიათ.


კონტრასტული შხაპი

 
 
ამ ტიპის შხაპი ბევრი დადებით ეფექტით  განსხვავდება  სხვა ცივი პროცედურებისგან, შესაბამისად მათ ალტერნატივას არ წარმოადგენს. ამ შხაპის დიდი უპირატესობაა ანთებითი პროცესების შეჩერება და განკურვნა, ასევე ავტონომიური ნერვული სისტემის უკეთ გააქტიურება. კონტრასტული შხაპი ორგანოებს აწვდის მეტ ჟანგბადს და საკვებს. ახდენს ორგანიზმის დეტოქსიფიკაციას და ამცირებს სისხლში ლაქტატის კონცენტრაციას რაც ეხმარება კუნთებს აღდგენაში. ეს ყველაფერი როგორ ხდება ცოტა რთული ასახსნელია მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ  ჩვენი სისხლძარღვთა სისტემა არის პატარა მილაკებისგან შემდგარი, ცხელი წყლის მიღებისას ეს მილაკები ფართოვდება და დუნდება ხოლო ცივი წყლის მიღებისას პირიქით ვიწროვდება, ამ გაფართოება შევიწროვებას აკონტროლებს ავტონომიური ნერვული სისტემა რომელიც დამატებით ვარჯიშდება ამ პროცედურების დროს. 30-60 წამის განმავლობაში ცხელი წყალი უნდა მიიღოთ და შემდეგ ეგრევე 30-60 წამის განმავლობაში ცივი წყალი. ეს ციკლი გაიმეორეთ რამდენჯერმე და სულ ესაა.   ცივ წყლის ტემპერატურასა და ცხელის სორის დიდი სხვაობა რომ იყოს უკეთესია, ანუ საკმაოდ ცხელი და საკმაოდ ცივი შხაპი მიიღეთ. კონტრასტული შხაპი არარის სხვა ცივი პროცედურების ალტერნატივა,  პარალელურად სხვა ცივი პროცედურებიც აკეთეთ რომელიც ამცირებს ორგანიზმის ტემპერატურას.


  

ყინულის აბაზანა


ყინულის აბაზანა დაბლა სწევს სხეულის ტემპერატურას რაც განსაკუთრებით კარგია და ბევრად უფრო ძლიერი მეთოდია ვიდრე ცივი შხაპი ვინაიდან აბაზანა უფრო ცივია. ცივი აბაზანის მოსაწყობად აშკარად გჭირდებათ აბაზანა ან წყალგაუმტარი რაღაც სადაც ჩაწოლას მოახერხებთ, 15 გრადუსიან წყალში ჩაწოლაც კარგია და ვარიანტია თუმცა ამაზე მაღალი ტემპერატურა მაინც სუსტია უკვე. 15 გრადუსში იგრძნობთ სიცივეს და იგრძნობთ ეფექტს მაგრამ ბევრად უფრო მაგარია 10-11 გრადუსიანი წყალი, ზამთარში ამ ტემპერატურის წყალი მოდის ბუნებრივად რაც საკმაოდ კარგია აბაზანის მისაღებად და სიცივის ეფექტებსაც ბევრად ძლიერად იგრძნობთ. აი 7 გრადუსის ქვემოთ კი ნამდვილი ყინულის აბაზანაა, ასეთი აბაზანიდან ამოსვლისას კანი გექნებათ გაწითლებული (არ შეგეშინდეთ ეს ნორმალურია) შეგრძნებები უფრო გამძაფრებული, მომენტალურად გამოგაფხიზლებთ, ენერგიას მოგიტანთ და ამაღლებულ განწყობაზე დაგაყენებთ ასეთი აბაზანა მაგრამ ყინულის გარეშე ასეთ ტემპერატურებს ვერ მიაღწევთ. თქვნი მაცივრის საყინულეში შეგიძლიათ ჩადოთ ყინული თუმცა ძირითადად 24 საათში 3-4 ლიტრა წყალს ყინავს საყინულე რაც ცოტა ყინულია თანაც გაითვალისწინეთ ყინული რომლის ტემპერატურაც -2 გრადუსია არარის ისეთი ცივი და კარგი ყინული რომელიც უფრო დიდხანს იყო საყინულეში და -20 გრადუსამდე გაიყინა ამიტომ ყველა ყინული ერთნაირი ხარისხის არაა ესაც გაითვალისწინეთ. მე პირადად სურსათის მაღაზიაში ვყინავ წყალს თითო გაყინვაში 5 ლარს ვიხდი 15 ლიტრას ვყინავ ერთობლივად სახლის და მაღაზიის მაცივრებში 2 დღე იყინება საშუალოდ ანუ ყოველ მეორე დღეს ვიღებ ყინულის აბაზანებს (თეორიაში) და თუ ყინული სრულყოფილადაა გაყინული საშუალოდ 1.5 ლიტრა ყინული 1 გრადუსით ამცირებს აბაზანის წყლის ტემპერატურას... რაც უფრო პატარა კონტეინერში გაყინავთ წყალს მით უფრო ადვილად გალღვება ყინული და უფრო მოხერხებულია მაგალითად წყლის 6 ლიტრიან კონტეინერი ძალიან რთულად ლღვება მაგას ბევრად აჯობებს 6 ერთ ლიტრიანი ბოთლი რომ გაიყინოს მაგრამ კიდე უკეთესი იქნება 12 ნახევარ ლიტრიანი ბოთლების გაყინვა. გაყინვის საუკეთესო მეთოდია ისე გაყინოთ რომ ყინული პირდაპირ ამოვარდეს და წყალში ჩააგდოთ ამგვარად ის ყველაზე სწრაფად გალღვება ყველაზე მოკლე დროში შესაბამისად მაქსიმალურად გააცივებს აბაზანას. მე რაც შევამოწმე ყველაზე კარგი გამოსავალია საჭმლის კონტეინერის ყიდვა 2 ლიტრიანი კონტეინერები 50 თეთრი ღირს და ისეთი ფორმა აქვს საიდანაც ძალიან ადვილად ამოდის ყინული.
 










   

 თუ გარკვეული მიზეზების გამო ან ცოტა წყალს იტევს ეგ კონტეინერი ან ბევრს ვერ ატევთ ფორმიდან გამომდინარე მაშინ შეგიძლიათ ასეთი წყლის ჭურჭელი იხმაროთ




გვერდითა მხარე ამოაჭერით რათა აბაზანაში ჩადებისას წყალმა იმოძრაოს და ადვილად გალღვეს. თუ სადმე მთის მდინარე ჩამოედინება ეს იდეალური შესაძლებლობაა და ამდენ წვალებას გადაურჩებით

თუ ტემპერატურას ვერ ამცირებთ შეგიძლიათ ხანგრძლივობა გაზარდოთ მაგალითად 15 გრადუსიან წყალში 15 წუთი იყავით ხოლო 10 გრადუსიან წყალში ათი წუთი თუმცა უფრო მაგარია ცივ წყალში ცოტა ხანი ყოფნა ვიდრე უფრო თბილში და დიდი ხანი

თუ ამერიკაში ცხოვრობთ და ფულიც გაქვთ მაშინ მომილოცავს არამხოლოდ ფულის და ამერიკის გამო არამედ იმიტომაც რომ მანდ იყიდება სპეციალური მაცივრები ყინულის აბაზანის მისაღებად რომელიც ნულ ან ერთ გრადუსამდე ყინავს წყალს













საშუალოდ 0 გრადუსიან წყალში 10 წუთი ყოფნის მერე იწყება ჰიპოთერმია, თუ ეს მდგომარეობა დიდი ხანი გაგრძელდა იგი იწვევს გონების დაკარგვას და სხვადასხვა პრობლემებს როგორიცაა სიკვდილი. 4-10 გრადუსიან წყალში 30-60 წუთი სჭირდება ჰიპოთერმიას,10-15 გრადუსში 1-2 საათი ამიტომ გაითვალისწინეთ რამდენ გრადუსიან წყალში წევხართ რომ გონება არ დაკარგოთ სიცივისგან. ასევე თავიდან როცა იწყებთ ცივი შხაპის მიღებას რათქმაუნდა ნელა დაიწყეთ პირველი კვირა შეაჩვიეთ ორგანიზმი და შემდგომში დაუკელით ტემპერატურას ან გაზარდეთ ხანგრძლივობა. თუ აბაზანის მიღების შემდეგ გამოხვედით და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხართ გაყინული, ვერ თბებით ესეიგი წყალი ძალიან ცივია ან დიდხანს იღებთ პროცედურას. ცოტათი მოუკელით დროს მაგრამ არა ტემპერატურას. ჰიპოთერმიის დაწყების დრო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხეულის აგებულებაზე. თუ თქვენ ბევრი ცხიმი და დიდი კუნთოვანი მასა გაქვთ ეგ იცავს შიდა ორგანოების ტემპერატურას ხოლო თუ კუნთოვანი მასა მცირე გაქვთ და ასევე ცხიმის დიდი მარაგები არ გაგაჩნიათ მაშინ თქვენი ორგანიზმი უფრო სწრაფად გაცივდება. ნამეტანი სიფრთხილე და თავის მოვლაც არგინდათ ყინულოვან აბაზანაში ჩასვლისას ფიზიკურ ტკივილს უნდა განიცდიდეთ კუნთები და მთელი სხეული უნდა გტკიოდეთ, ასევე რათქმაუნდა უნდა შეგცივდეთ მაგრამ გაითვალისწინეთ რაც უფრო დაძაბულები იქნებით ან იკანკალებთ მით უფრო გაგიჭირდებათ, ჯობია მოდუნდეთ მაქსიმალურად მოეშვათ და შეიგრძნოთ სიცივე, ესე ბერვად მეტ სიამოვნებასაც მიიღებთ და უფრო ადვილიცაა. სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია მის გარეშე გაგიჭირდებათ

აბაზანის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სუნთქვითი ვარჯიშები რაც გაათბობს თქვენს სხეულს

  • ·         შეისუნთქეთ სრულად და გამოისუნთქეთ 80%
  • ·         შეისუნთქეთ სრულად და გამოისუნთქეთ 60%
  • ·         შეისუნთქეთ სრულად და გამოისუნთქეთ 40%
  • ·         შეისუნთქეთ სრულად და გამოისუნთქეთ 20%
  • ·         შეისუნთქეთ ბოლომდე და მაქსიმალურად დაჭიმეთ ყველა კუნთი რაც გაგაჩნიათ ისე არა რომ თავში სისხლმა აგასხათ და თავი აგტკივდეთ მაგრამ მაქსიმალურად დაჭიმეთ ყველა ფეხის კუნთები საჯდომი პრესი ზურგი ხელები მკერდი კისერი და სხვა.
თუ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ არაუშავს მცირე პრაქტიკის შემდეგ შეატყობთ რომ ეს ტექნიკა მნიშვნელოვნად ათბობს სხეულს მაგრამ ეს არარის იმ ტიპის გათბობა რაც ეწინააღმდეგება ცივი აბაზანის მიღების აზრს, თქვენ მაინც გიგრილდებათ სხეული თუმცა მეტი სისხლი მიედინება კიდურებში და კიდეებში რაც ამცირებს გაყინვის შეგრძნებას. მოკლედ თუ გიჭირთ გაძლება ამ შემთხვევაში კარგია ეს მეთოდი თუმცა თუ ბუნებრივად შესძლებთ დაწყნარებას და გაძლებას მაშინ სხვა პლიუსები არააქვს ასეთი ტიპის სუნთქვას და ტყუილად ნუ გააკეთებთ.

ცივ წყალში ჩასვლისას სხეული შოკს იღებს და ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად ისუნთქოს თქვენი ამოცანაა დაწყნარდეთ და შეანელოთ სუნთქვა, ისუნთქეთ რაც შეიძლება უფრო ნელა

 

კრიო კამერა



დიდი შანსია ამ კამერაში ვერავინ მოვხვდეთ თუ ამერიკაში არ წავედით და თითო სესიაში $80 არ გადავიხადეთ მაგრამ მაინც დავწერ პლიუსებს და მეთოდს biggrin.gif . ამცირებს შაკიკის ეფექტებს, ამცირებს ტკივილს და ნერვის გაღიზიანებას განსაკუთრებით ართრიტის ტკივილს, აუმჯობესებს ხასიათს ამცირებს დეპრესიას, ამცირებს დემენციის და ალცჰეიმერის რისკებს, შველის სხვადასხვა კანის დაავადებებს. მეთოდი კი ისეთია რომ შედიხართ კამერაში რომლის ჰაერიც გაყინულია საშუალოდ მინუს 90-დან მინუს 120 გრადუსამდე, ეს ხდება თხევადი აზოტის წყალობით. სესია გრძელდება 3 წუთი და სხეულის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ ეცემა უფრო ზედაპირი იყინება და როცა კამერიდან გამოდიხართ მალევე თბებით, ყინულის აბაზანისგან განსხვავებით რომლის მერეც დიდი დროა გასათბობად საჭირო.


ცივ ამინდში სეირნი


მაშ ასე აირჩევთ ცივ ამინდს, უფრო ზამთარია კარგი  ასევე ქარიც მნიშვნელოვნად აცივებს ორგანიზმს და მსუბუქად ჩაცმულები ან საერთოდ უმაიკოთ გადით გარეთ უმჯობესია ბუნებაში იაროთ.  სასურველია რომ გეხუროთ ქუდი ვინაიდან ჩვენს ორგანოებს გაციებისგან იცავს კუნთები და სისხლის მომატებული ცირკულაცია, თუმცა ტვინს არააქვს დაცვის ბევრი მექანიზმი ამიტომ სასურველია რომ ხანგრძლივად და ძლიერად თავი არ გაიციოთ, ეს თმებისთვისაც ცუდია.  ასევე თქვენი კომფორტისთვის შეგიძლიათ ხელთათმანებში იაროთ, ვინაიდან ხელები ცივდება ყველაზე მეტად ხელთათმანებშიც შეგცივდებათ ხელებზე, ხოლო ხელთათმანის გარეშე შეიძლება ისე გაგეყინოთ ხელი, რომ გასაღებით კარი ვეღარ გააღოთ, ან მობილური ვერ გამოიყენოთ. მოკლედ ქუდი საჭიროა, ხოლო ხელთათმანები სასურველი.  სეირნის დროს ისაც გაითვალისწინეთ თავიდან დიდ ენერგიაზე იქნებით ბევრი დოპამინი და ნორადრენალინი გამოგეყოფათ ამიტომ შეიძლება შორს წახვიდეთ სწორად ვერ გათვალოთ მანძილი და უკანა გზაზე ძალიან შეგცივდეთ.  თუ საკმაოდ შორ მანძილზე ფიქრობთ წასვლას წელზე რამე მოსაცმელი მოიხვიეთ რომ უეცრად თუ ძლიერი ქარი ამოვარდა ან ნამეტანი შორს მოგივიდათ წასვლა, ჩაიცვათ უკანა გზაზე.  თუ  შორს წახვედით,  წვიმა დაიწყო და პლიუს ქარიც ამოვარდა აი ამ შემთხვევაში დაგერხათ :D შეიძლება ჰიპოთერმიაც დაიწყოს ძალიან დიდი ხნით და ძლიერად თუ იყინებით. სირბილი საკმაოდ კარგი მეთოდია გასათბობათ. ასევე გირჩევთ რომ თოვლში ფეხშიშველმა არ იაროთ ვინაიდან შეიძლება კანი მოგეყინოთ

 

ჰიპოთერმია

ჩვენი ორგანიზმი იცავს სხეულის შიდა ტემპერატურას უფრო ზუსტად კი ორგანოების ტემპერატურას.  როდესაც ჩვენ გვცივა სხეულში ბევრი კაპილარი იხურება, ჩერდება კანისთვის სისხლის მიწოდება რათა თბილი სისხლი დარჩეს ორგანოებში და არ გაათბოს კიდურები. ამ მეთოდით ორგანიზმი უკეთ ინარჩუნებს შიდა ტემპერატურას თუმცა შედეგად გვეყინება ხელები, ფეხები, კანი და ზოგადად სხეულის გარე ნაწილები. თუ სხეულის შიდა ტემპერატურა ძალიან დაეცა და ორგანოებს საფრთხე ემუქრება ამ დროს ცუდი იდეაა ცხელ აბაზანაში ან სხვა ცხელ გარემოში შესვლა ვინაიდან როდესაც ჩვენ აღმოვჩნდებით ძლიერ სითბოში სხეული ფიქრობს რომ უკვე ყველაფერი კარგადაა და ხსნის ყველა კაპილარს ხოლო ამ კაპილარებში საკმაოდ გაციებული სისხლი იმყოფება და ეს სისხლი ერთიანად იწყებს ორგანიზმში ცირკულირებას რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ორგანიზმის შიდა ტემპერატურას. საჭიროა რომ ბუნებრივად გათბეთ ორგანიზმმა თვითონ უნდა აწიოს მისი ტემპერატურა. დალიეთ თბილი სასმელი ეს შიგნიდან გაათბობს თქვენს ორგანიზმს, ჩაიცვით თბილად, იყავით თბილ ოთახში ან თბილ მანქანაში მაგრამ არა ცხელ გარემოში, ფიზიკური მოძრაობაც კარგია.
 
ჰიპოთერმია იწყება მაშინ როდესაც შიდა ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსამდე ან უფრო დაბლა. საშუალოდ 0 გრადუსიან წყალში 10 წუთი ყოფნის მერე იწყება ჰიპოთერმია, თუ ეს მდგომარეობა დიდი ხანი გაგრძელდა იგი იწვევს გონების დაკარგვას, სხეულის დაზიანებას ან სიკვდილს. 4-10 გრადუსიან წყალში 30-60 წუთი სჭირდება ჰიპოთერმიას,10-15 გრადუსში 1-2 საათი ამიტომ გაითვალისწინეთ რამდენ გრადუსიან წყალში წევხართ რომ გონება არ დაკარგოთ სიცივისგან. ასევე თავიდან როცა იწყებთ ცივი შხაპის მიღებას რათქმაუნდა ნელა დაიწყეთ პირველი კვირა შეაჩვიეთ ორგანიზმი და შემდგომში დაუკელით ტემპერატურას ან გაზარდეთ ხანგრძლივობა. თუ აბაზანის მიღების შემდეგ გამოხვედით და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხართ გაყინული, ვერ თბებით, ესეიგი წყალი ძალიან ცივია ან დიდხანს იღებთ პროცედურას. ცოტათი მოუკელით დროს მაგრამ არა ტემპერატურას. ჰიპოთერმიის დაწყების დრო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხეულის აგებულებაზე. თუ თქვენ ბევრი ცხიმი და დიდი კუნთოვანი მასა გაქვთ ეგ იცავს შიდა ორგანოების ტემპერატურას ხოლო თუ კუნთოვანი მასა მცირე გაქვთ და ასევე ცხიმის დიდი მარაგები არ გაგაჩნიათ მაშინ თქვენი ორგანიზმი უფრო სწრაფად გაცივდება.  აღსანიშნავია რომ სხეულის ორგანოები გაცივებისგან ბევრად უკეთაა დაცული ვიდრე ტვინი ამიტომ სასურველი არაა რომ თავი ძალიან გაიცივოთ. შხაპს თუ იღებთ თავზე აუცილებლად მიიღეთ თუმცა მთელი პერიოდი თავზე ნუ დაისხავთ ტანი უფრო მეტად შეუშვირეთ. ყინულის აბაზანებში სასურველია თუ ჩაყვინთვას მოახერხებთ თუმცა აქ გასაგებია რომ მუდმივად ჩაყვინთუალი არ იქნებით და ზედმეტად ვერ გაიცივებთ თავს. სეირნი როგორც წესი დიდხანს გრძელდება და მთელი სხეული ერთნაირად სიცივეშია ამიტომ თბილი ქუდი დაიხურეთ და ისე ისეირნეთ.
 

მოყინვა

მოყინვა ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც მინუს ტემპერატურაში ნორმაზე დიდხანს ვჩერდებით, ამ დროს ჯერ კანი იყინება ხოლო შემდგმში შეიძლება კუნთებზეც გადავიდეს. ყველაზე ხშირად ფეფხშიშველი თოვლში როდესაც გადიან სასეირნოდ ამ დროს ხდება მოყინვა, ამიტომ ერიდეთ ფეხშიშველი სიარულს. ასევე დიდი ხნით სეირნის დროს ძალიან ცივმა ჰაერმა შეიძლება კანის მოყინვა გამოიწვიოს შხაპში ვერ მოიყინებით ვინაიდან წყალი პლიუს ტემპერატურაშია.  ყინულის აბაზანაც უსაფრთხოა ამ კუთხით,  მართალია ყინულები ყრია აბაზანაში თუმცა წყლის ტემპერატურა მაინც პლიუსებშია. კრიო კამერაზეც დიდად არ ინერვიულოთ იქ ზუსტად გიკონტროლებენ კამერაში ყოფნის ხანგრძლივობას.


ავადმყოფობისას უნდა გააგრძელოთ ცივი პროცედურები?

არა! არუნდა გააგრძელოთ ვინაიდან სიცივე სტრესავს ჩვენს იმუნურ სისტემას და გაცივების მომენტში ასუსტებს მას, იმუნიტეტი გაცივების შემდგომ მოგვიანებით ძლიერდება თუმცა თუ იგი აქტიურად ებრძვის ვირუსებს ამ დროს გაძლიერებისთვის არ სცალია და სიცივე პირიქით ხელს შეუშლის მას.  ეს დაახლოებით ვარჯიშივითაა როდესაც თქვენ ვარჯიშობთ ამ დროს იღლებით კუნთები იძაბება და აქა იქ კუნთის ბოჭკოს შემადგენელი ნაწილები წყდება, ხოლო შემდეგ როდესაც აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, უფრო მეტი  ბოჭკოს ნაწილები წარმოიქმნება და უფრო ძლიერდება თქვენი კუნთი.  ცივი პროცედურების დანიშნულებაა რომ გაავარჯიშოს და გააძლიეროს თქვენი იმუნიტეტი, იქამდე სანამ ავად გახდებით, ხოლო შემდეგ უნდა აცალოთ რომ გაუმკლავდეს დაავადებას.
 
 

სხვადასხვა რჩევები

  • გახსოვდეთ მოძრავი წყალი უფრო გააცივებს თქვენს ორგანიზმს. როგორც ქარში უფრო გცივათ იგივეა წყალში.
  • ცივი პროცედურების მერე არ მიიღოთ ცხელი აბაზანა თორე სასარგებლო ეფექტის დიდ ნაწილს დაკარგავთ. უმჯობესია ბუნებრივად გათბეთ, ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი, შეიძლება თბილი სასმელიც მიიღოთ, მაგრამ არა საუნა, გახურებული ოთახი ან ცხელი აბაზანა
  • თუ ცივი პროცედურის მერე დიდი ხანი ხართ გაყინული, კანკალებთ და ვერ თბებით 10-15 წუთზე მეტხანს ესეიგი ძალიან ცივი იყო ეგ პროცედურა ან ძალიან დიდი ხნის. შეგიძლიათ სამომავლოდ შეამციროთ ხანგრძლივობა ან მოუმატოთ ტემპერატურას
  • არაა აუცილებელი დღეში რამდენჯერმე ჩაიტაროთ ცივი პროცედურა.  დღეში ერთი პროცედურა საკმარისია (შეგიძლიათ პლიუს კონტრასრული შხაპი მიამატოთ)
 
 

ინგლისურად
https://bit.ly/336WfPV
რუსულად
https://bit.ly/3iaKs9o
და საკმაოდ მწირი ქართული რესურსები
https://bit.ly/35fbxoh



No comments:

Post a Comment