დოპამინი
დოპამინის მუშაობის პრინციპი რომ იცოდეთ ეს თქვენ დაგეხმარებათ
სიზარმაცის აღმოფხვრაში და მის სტაბილურად დამარცხებაში, დაგეხმარებათ
იმგვარად რომ ის აქტივობა რაც სახალისოდ არ გეჩვენებათ და ძალიან გეზარებათ
მაგრამ უნდა გააკეთოთ მიზნის მისაღწევად, მომავალში საინტერესო გახდება და
სიამოვნებით შეასრულებთ
დოპამინი არის ნეიროგადამცემი რომელიც ადამიანში აღძრავს სურვილს და
მოტივაციას, ნებისმიერი რამ რაც თქვენ გინდათ გამოწვეულია დოპამინის
გამოყოფის შედეგად იქნება ეს: წიგნის კითხვა, დალევა, ვარჯიში, თუ
მუსიკის მოსმენა ნებისმიერი ტიპის მოტივაცია იმიტომ გაგვაჩნია რომ ამ
აქტივობებს თან ახლავს დოპამინი. ვირთხებზე არაერთი
ექსპერიმენტია ჩატარებული ერთ-ერთ ექსპერიმენტში ვირთხას ტვინში
გაუნადგურეს დოპამინის გამოყოფა რის შედეგადაც ვირთხა უბრალოდ იჯდა
გალიაშია და ყველაფერი ეზარებოდა გალიის მეორე ბოლომდე არ მიდიოდა რომ
საჭმელი ეჭამა იმის მიუხედავად რომ შიმშილობდა, როდესაც ვირთხას პირში
უდებდნენ საჭმელს ამ დროს იგი ჭამდა საკვებს და სახის გამომეტყველების
მიხედვით დაადგინეს რომ სიამოვნებას იღებდა ამით. სხვა მრავალ
ექსპერიმენტში ვირთხებს შეუერთეს ელექტროდი რომელიც გამოყოფდა დოპამინს,
საჭირო იყო უბრალოდ ღილაკისთვის დაეჭირა ვირთხას ხოდა მთელი დღე და ღამე
მაგ ღილაკს აწვებოდნენ სანამ უძლურობისგან ძირს არ ეცემოდნენ, მათ
არაინტერესებდათ საჭმელი, სასმელი, სექსი, მხოლოდ ღილაკს აწვებოდნენ და
სიკვდილის პირას მიდიოდნენ, ამ ექსპერიმეტის დამთავრების შემდეგ მათ 2
კვირა სჭირდებოდათ რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ და ღილაკის ძიება
შეეწყვიტათ... როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რამეს რაც გვსიამოვნებს ამ დროს
გამოიყოფა დოპამინი რომ დავიმახსოვროთ იმ ქმედებათა ან მოვლენების
თანმიმდევრობა რამაც მოგვანიჭა ეს სიამოვნება, რათა მომავალში კვლავ
გავიმეოროთ იგივე, ხოლო როდესაც ამ ქმედების განმეორების შანსი დგება ამ
დროსაც გამოიყოფა დოპამინი რომ გვიბიძგოს ქმედებისკენ... ვირთხის და
ღილაკის ექსპერიმენტში ეს დასაჭერი ღილაკი გალიის ორ ბოლოში მოათავსეს ისე
რომ ხან ერთისთვის უნდა დაეჭირა ხან მეორესთვის და აქეთი იქით ერბინა შუაში
კი რკინის ბადე იყო სადაც დენი გადიოდა, ვირთხა შეუჩერებლად დარბოდა წინ
და უკან დენის ქვეშ ოღონდაც კი ღილაკისთვის დაეჭირა ბოლოს ფეხებზე კანი
სძვრებოდათ და იქამდე დარბოდნენ სანამ ისე დაუზიანდებოდათ ფეხები რომ
ფიზიკურად აღარ შეეძლოთ სირბილი... ეს ელექტროდი ადამიანსაც შეუერთეს და
აღმოჩნდა რომ დოპამინის გამოყოფისას ადამიანს აქვს ძალიან დიდი და ძლიერი
გრძნობა რომ აი ეხლა რაღაც გრანდიოზულს უნდა მიაღწიოს რაღაც აღმატებული
უნდა მოხდეს თუმცა ეს კულმინაცია არ დგებოდა და ბედნიერებასაც არ
გრძნობდნენ, მხოლოდ დიდ სურვილს და დიდ მოლოდინს... დოპამინი როგორც
ნივთიერება შეიძლება იყოს ბევრი ან ცოტა მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს
დოპამინის რეცეპტორები რომლებიც აღიქვავენ დოპამინის რაოდენობას, ეს
რეცეპტორები შეიძლება მოკვდნენ ან ტვინმა ისინი განზრახ შეასუსტოს მაშინ
როდესაც ძალიან ბევრ დოპამინს იღებს... ადამიანის ორგანიზმი ზოგადად
მიისწრაფვის ბალანსისკენ მაგალითად როდესაც ჩვენ ვჭამთ არაბუნებრივად
გემრიელ საჭმელს ენის რეცეპტორები ქვეითდება და იმ გემრეიელ გემოს ვეღარ
ვგრძნობთ დროთა განმავლობაში, დაახლოებით იგივე ხდება დოპამინის
შემთხვევაში როდესაც არაბუნებრივად ხშირ ან დიდ დოზას ვიღებთ ამ დროს ტვინი
აქვეითებს დოპამინის რეცეპტორებს რის გამოც კიდევ უფრო მეტი დოპამინი
გვინდა რომ ის ძველი შეგრძნებები განვიცადოთ მაგრამ ამას ძალიან დიდი
უკეფექტი გააჩნია... მარტივი და ცოტა უხეში მაგალითი რომ მოვიყვანო
პირობითად ვთქვათ რომ სასარგებლო მასალას ვსწავლობთ, ეს გვსიამოვნებს და
ამ უნარებზე ჩვენ გამოგვეყოფა 30 დოპამინი ხოლო სექსის დროს გამოგვეყოფა
200 დოპამინი, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პორნოს ყურებას (თუ აქამდე
არგვინახავს პორნო და პირველად ვნახულობთ), ან ვთქვათ რამე ნარკოტიკი მივიღეთ, დოპამინის დონე გაიზრდება
300-მდე რაც არაბუნებრივად ბევრია შემდეგ ტვინი დააქვეითებს დოპამინის
რეცეპტორებს რის შედეგადაც თვითონ დოპამინი კი იქნება 300 და ბევრი თუმცა
მისი აღქმა შესუსტდება და ისეთივე აღქმა გვექნება თითქოს 200 დოპამინიან
აქტივობაში ვართ ჩართულები, მაგრამ ამ დროს დოპამინის მგრძნობელობა ხომ
ყველაფრის მიმართ დაეცა? და ის უნარი რისი სწავლაც ჩვენ გვინდოდა უკვე
30-ზე კი აღარაა არამედ 20-ზე აღვიქვავთ მას ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ
ახალი მასალის სწავლა ძალიან გვეზარება, დიდ სიამოვნებას უკვე აღარ
გვანიჭებს, მოტივაცია აღარ გვაქ... მნიშვნელოვანია კარგად გაიაზროთ
დოპამინის მუშაობის პრინციპი რათა შემდგომში გაუმკლავდეთ სხვადასხვა
პრობლემებს
მაშ
ასე რისთვის წაიკითხეთ ამხელა ინფორმაცია დოპამინზე? იმისთვის რომ გინდ მავნე დამოკიდებულება გადააგდოთ და გინდ ცხოვრებაში რომ განვითარდეთ თქვენ ბევრი რამ
უნდა გააკეთოთ, გაიუმჯობესოთ ნებისყოფა, ჩამოიყალიბოთ ახალი სასარგებლო
ჩვევები, იმეცადინოთ, ისწავლოთ, გააკეთოთ ბევრი სასარგებლო ტიპის ვარჯიშები
რასაც დამატებით ავღწერ მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი დაგეზარებათ ძალიან
არასაინტერესო გამოჩნდება და საბოლოო ჯამში არგამოგივათ არაფერი... იმიტომ
კი არ დაგეზარებათ რომ ზარმაცი ადამიანი ხართ ან ეს აქტივობები არარის
საინტერესო არამედ იმიტომ რომ დოპამინის ჰიპერსტიმულანტებს იყენებთ და მათ
ფონზე თქვენი პროფესიის სწავლა ან სარბენლად გასვლა საოცრად არასასიამოვნო
აქტივობა გამოჩნდება
შეიძლება იფიქროთ რომ სხეულში ზოგადი დოპამინის
დონის დაწევით რამე მავნე ჩვევას უფრო ადვილად გადააგდებთ თუმცა დაბალი
დოპამინი ძალიან ცუდია იმიტომ რომ თქვენ არა მხოლოდ მავნე ჩვევის არამედ
ყველაფრის სურვილი გაგიქრებათ ასევე დოპამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
სწავლაში, საკუთარ შეცდომებზე ვეღარ ისწავლით და ბევრ რამეს ვერ
გაითვალისწინებთ... დოპამინის მაღალი დონეც საშიშია იმიტომ რომ იწვევს
ყურადღების დეფიციტის შეგრძნებას ჰიპერ აქტიურობას და იმპულსურ ქცევებს ანუ
თქვენს თავს ვეღარ გააკონტროლებთ... ვირთხებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი
დაუდეს ორი თეფში საჭმელით პირველში ცოტა საჭმელი იყო ხოლო მეორეში ბევრი
თუმცა პატარა ღობეზე უნდა გადამძვრალიყვნენ რომ მეორე თეფშამდე
მისულიყვნენ, მათ ვისაც დაბალი დოპამინის დონე ჰქონდე უმეტეს შემთხვევებში
ცოტა საჭმელს ირჩევდა მაგრამ ადვილს ხოლო ვისაც მეტი დოპამინი
გამოუმუშავდებოდა სხეულში ისინი ძირითადად ღობეზე ძვრებოდნენ და მეტ
საჭმელს იღებდნენ... ჩვენ გვჭირდება დოპამინის მეტნაკლებად მაღალი დონე
რომ უფრო მოტივირებულები ვიყოთ და მეტის მიღწევა გვინდოდეს თუმცა ეს მეტი
დოპამინი უნდა იყოს სტაბილური მუდმივი ტიპის, ხოლო როცა ადამიანი ალკოჰოლს დალევს და უეცრად მკვეთრად გაეზრდება დოპამინის დონე,
მერე კი მკვეთრად დაეცემა დაბლა ეს პირიქით მავნებელია ვინაიდან აზიანებს
დოპამინის რეცეპტორებს... ანუ ჩვენი დოპამინი დღის განმავლობაში უნდა
გამოიყურებოდეს ასე:
და არავითარ შემთხვევაში ასე:
საჭიროა დოპამინის უაზრო გამოყოფა შევზღუდოთ რათა დოპამინის რეცეპტორები აღდგეს და უფრო მგრძნობიარე გახდეს რის შედეგადაც გააკეთებთ იმას რაც თქვენ რეალურად გინდათ და რაც თქვენი მიზანია... უაზრო და დიდი რაოდენობით დოპამინის ტოპ წყაროებია:
ყველა ვიდეოთამაშის მუშაობის პრინციპია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით დოპამინის გამოყოფა, მაგალითად მოწინააღმდეგის (მტერის) დამარცხება რაც კარგია უსაფრთხოებისთვის ველურ ბუნებაში მაგრამ სრულიად უსარგებლო კომპიუტერში, რაღაცის შეგროვება რაც გამოადგება თქვენს ოჯახს თქვენს ტომს იმიტომ რომ რესურსები მნიშვნელოვანია თუმცა კომპიუტერში ხდება ალეველება ითემების შეძენა რაც გასაგებია რომ ვერაფერში დაგეხმარებათ, და კიდე ბევრი მექანიზმია აღარ დავწერ ყველაფერს... მოკლედ კომპიუტერთან თამაში ვერ მოგანიჭებთ გრძელვადიან სიამოვნებას მეეჭვება ვინმე ამბობდეს უხ მთელი კვირა დღეში 10 საათი ვთამაშობდი რა კარგი იყო და კმაყოფილი სახით გადახედოს განვლილ კვირას... ვიდეოთამაშები არის თქვენი დროის და ცხოვრების დაკარგვა მითუმეტეს ძალიან დიდი რაოდენობით დოპამინს გამოყოფს და მერე აღარ გაინტერესებთ და აღარ გიზიდავთ რეალურად მნიშვნელოვანი აქტივობები... რამოდენიმე კვირის წინ გადავაგდე თამაში ლოლი რომელსაც 8 წელი ვთამაშობდი და ლომკები მქონდა, მოუსვენრობის გრძნობა, შფოთვა, დაუკმაყოფილებლობის სურვილი, თუმცა ლოლი რომ წავშალე დავაყენე რაღაც პატარა თამაშები ონლაინშიც ვთამაშობდი რომ ცოტა გაადვილებულიყო საქმე, პატარა თამაშს წლობით არითამაშებთ ეს დროებითი ზომაა რომ დიდი თამაში გადააგდოთ ადვილად... ასევე აღმოვაჩინე რომ იუთუბზე ლოლის მიმოხილვების და თამაშების ყურებაც ცოტა მიმსუბუქებდა საქმეს... ყველა ადამიანი უნიკალურია თქვენთვითონ შეამოწმეთ როგორ გიადვილდებათ თამაშის თავის დანებება მაგრამ ეს 2 მეთოდი შემიძლია გირჩიოთ მცირე თამაშების თამაში და იმ დიდი თამაშის ვიდეოების ყურება
დოპამინის ძალიან დიდი წყაროა პორნოგრაფია მისთვის თავის დანებება დიდ მოტივაციას და ენერგიას მოგცემთ ცხოვრების სხვა სფეროებში. პორნოგრაფიის მავნებლობაზე ცალკე დეტალური განხილვა იქნება ამიტომ აქ აღარ განვავრცობ. დოპამინის ყველაზე მეტად დაზიანებას, მძიმე ნარკოტიკების მერე პორნოდამოკიდებულება იწვევს
ნარკოტიკი უდაოდ ყველაზე ძლიერი დოპამინის წყაროა, სიგარეტი, სასმელი, მოსაწევი და სხვა ტიპის უფრო ძლიერი ნარკოტიკები... იცოდეთ თქვენ თუ ნარკოდამოკიდებული ხართ ეს ყველაზე მეტად არღვევს დოპამინის სისტემას და გაკარგვინებთ ცხოვრების ინტერესს... ხო მართლა როგორც დოპამინის ტოლერანტობას გამოიმუშავებს ორგანიზმი ასევე ნარკოტიკებისადმიც იგივე ხდება ანუ დროთა განმავლობაში ეგ ნარკოტიკი აღარაა საკმარისად სასიამოვნო კარგავს იმ პირვანდელ ეფექტს ამიტომ მომხმარებელი ზრდის დოზებ... ვაიდა ისეთ ნარკოტიკს თუ იღებთ რომელიც პირდაპირ დოპამინის რეცეპტორებზე მოქმედებს მაგალითად კოკაინი ან ამფეტამინი, ამ ტიპის ნარკოტიკების დოზის გაზრდა და ხშირი მიღება კატასტროფულად დამთავრდება იმიტომ რომ ყველაფრის მოტივაციას დაკარგავთ მომავალში მაგრამ დოპამინის პრობლემასთან ერთად და მოტივაციის დაკარგვასთან ერთად ასევე ნარკოტიკზე დიდ სიამოვნებას იღებთ და სიამოვნების ტოლერანტობასაც იძენთ ამიტომ ჩვეულებრივი აქტივობები გახდება როგორც ნაკლებად მიმზიდველი და უფრო დასაზარებელი ასევე ნაკლებად სასიამოვნო... მაგალითად ვთქვათ რომ თქვენ გაქვთ რაღაც X მოტივაცია რომ ისეირნოთ ბუნებაში ეს კარგია ჯანმრთელობისთვის და ასევე სასიამოვნოა, პარალელურად კითხულობთ რამე საჭირო წიგნს რომელიც ნაკლებად სასიამოვნოა მაგრამ საჭიროა და აკეთებთ ამას
შემდეგ კაი კოკაინის ბილიკს ვიყნოსავდით რამოდენიმე დღე და რათქმაუნდა ბუნებაში სეირნი ახლოსაც ვერ მივა კოკაინთან გინდ სურვილით და გინდ სიამოვნებით
ამ კოკაინის საღამოების მერე რომ შევხედოთ რა მოუვიდა ჩვენს ბუნებაში სეირნის მოტივაციას და სიამოვნებას კარგს ვერაფერს აღმოაჩენთ
იმედია ხვდებით რომ ეს ცხრილები არა მხოლოდ ნარკოტიკებს ეხება არამედ ყველა ტიპის აქტივობა ანალოგიური პრინციპით მოქმედებს (რათქმაუნდა 1 მიღებით რადიკალურად არ ქვეითთდება დოპამინის სენსორები და მეტი დრო უნდა ამ საქმეს)
დოპამინის დონე ვირთხებში სხვადასხვა ნარკოტიკის მიღებაზე... უკიდურეს მარცხენა კუთხეში (ადამიანის) ბურგერის ჭამა და კომპიუტერის მოხმარების დონეა ნაჩვენები რეალურად არც ჩანს ისე დაბალია
დოპამინის დონე ვირთხებში სხვადასხვა ნარკოტიკის მიღებაზე... უკიდურეს მარცხენა კუთხეში (ადამიანის) ბურგერის ჭამა და კომპიუტერის მოხმარების დონეა ნაჩვენები რეალურად არც ჩანს ისე დაბალია
4) სოციალური მედია / ინტერნეტი:
A) ძალიან დიდ დოპამინს გამოყოფს რამე სიახლის ნახვა განსაკუთრებით კი როდესაც არ ველოდებით ან არვიცით რას აღმოვაჩენთ და უეცრად რამე კარგს ვიპოვით (უამრავ კვლევაშია ეს ფენომენი დადგენილი) ზუსტად ამ პრინციპს იყენებს ფეისბუკი თქვენ ხედავთ ათას უაზრო სიახლეს ვინ სად გადაიღო სურათი ვინ რა სახალისო ვიდეო დადო მოგწონთ ახალი ინფორმაციის მიღება (მაგრამ ახალი ინფორმაცია ჩვენს სხეულში გათვლილია იმაზე რომ ახალი ხილის ხე ვიპოვოთ რამე საჭირო მასალა ახალი მდინარე ან წყარო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ვინმეს უაზრო სურათი ვიდეო და ბრძნული აზრები) თანაც სქროლვის დროს ხომ არიცით წინ რა გელით და აი მოულოდნელად რომ აღმოაჩენთ სასიამოვნო პოსტს ესაა რაც ბევრ დოპამინს გამოყოფს... ქრომსა ოპერასა და ფაერფოქსში შეგიძლიათ დააყენოთ დამატება News Feed Eradicator რომელიც ბლოკავს თაიმლაინს, მიზანია რომ მხოლოდ წერილების მიმოწერით დაკავდეთ და უაზრო რაღაცეებს არ უყუროთ... ასევე დამატების დაყენება თუარგინდათ შეგიძლიათ ბუქმარქებში ან სწრაფი აკრეფვის ადგილას დაამატოთ თქვენი ჰოუმფეიჯი ანუ თქვენი თაიმლაინის გვერდი, საკუთარ გვერდზე შესვლით არდაიწყებთ საკუთარი სიახლეების თვარიელს და ესაც კარგი გამოსავალია... მობილურ ტელეფონებში დააყენეთ messanger lite ჩვეულებრივ მესენჯერ ლაითი ვერსია ჯობია იმიტომ რომ ჩვეულებრივში შეგიძლიათ სხვა ხალხის სთორი ნახოთ ხოლო ლაით ვერსიას მხოლოდ მიმოწერის ფუნქცია გააჩნია. ზოგადად კი უკეთესია ან მთლიანად გააუქმოთ ფეისბუკი ან რამე ყალბი ექაუნთი შექმნათ სადაც მხოლოდ უახლოეს ხალხს დაიმატებთ და გამოიყენებთ ამ ექაუნთს მხოლოდ მიმოწერისთვის. თუ სამსახურისთვის გჭირდებათ ფეისბუკი აუცილებლად ცალკე ექაუნთი გქონდეთ რომლითაც სამსახურს მოემსახურებით და განსაზღვრულ საათებში მხოლოდ, დავუშვათ დილის 11-დან დღის 4 საათამდე შემდეგ კი გამოდით და აღარ შეხვიდეთ. რათქმაუნდა ფეისბუკი არარის ერთადერთი პრობლემა ასევე ინსტაგრამი, VK, ტიკტოკი, სხვადასხვა გასართობი ფორუმები და სხვა ამ ტიპის ქსელები ან საერთოდ გააუქმეთ და წაშალეთ ან შეზღუდვები დაიწესეთ (რათქმაუნდა პროდუქტიულად თუ იყენებთ და სარგებელს იღებთ ეგ შემთხვევები არითვლება) ასევე გათიშეთ რაც შეიძლება მეტი შეტყობინება რომ უფრო წყნარად და მშვიდად იყოთ ეს შეტყობინებები ანგრევს ჩვენი კონცენტრაციის უნარს, კონცენტრაციის თავში უფრო ვრცლად ვისაუბრებ
B) ზოგადად ინტერნეტში ბევრი უაზრო სიამოვნების მიღება შეიძლება და დროის უსარგებლოდ გაფლანგვა... შეეცადეთ გარკვეულ საათებში მაინც შეზღუდოთ ინტერნეტი და მთელი დღე არ გაატაროთ მასთან, ან რამე უფრო სასარგებლო და უფრო პროდუქტიული ნახეთ ინტერნეტში ვიდრე უაზრო ღადაობა ვიდეოები პოლიტიკა და მოკლედ ისეთი რამ რასაც სარგებელი არ მოაქვს მაგრამ დიდ სიამოვნებას განიჭებთ (მათ შორის ნეგატივი და კრიტიკაც ამ კატეგორიაში შედის)
5) შაქარი / ცხიმი
A) შაქარი, ტკბილი მკვლელი რომელიც დამატებულია პრაქტიკულად ყველგან, ნახევარ ფაბრიკატებში, ქარხნულ პურში, წვენებში, სოუსებში, მოკლედ რომ ვთქვა თითქმის ნებისმიერ ქარხნულ ნაწარმში... ვირთხები რომლებიც იღებდნენ შაქარს ადვილად ხდებოდნენ ალკოჰოლზე დამოკიდებული და ავლენდნენ ზოგადი ნარკომანიის ნიშნებს, ბევრი ექსპერიმენტია ჩატარებული შაქარი როგორ ხდის ვირთხას ასოციალურს დეპრესიულს ადვილად დამოკიდებულეს და სხვა, აგრეთვე შაქარი და გაჯერებული ცხიმები ამცირებს დოპამინის რეცეპტორების რაოდენობას რის შედეგადაც გვიმცირდება დოპამინის მგრძნობელობა... ცადეთ რამოდენიმე კვირა შაქრის გარეშე იყოთ და ნახავთ რომ შაქრის ლომკები დაგეწყებათ თითქოს რაღაც გემრიელი გაკლიათ სინამდვილეში კი შაქრისგან მიღებულ დოპამინს ითხოვს სხეული... შაქარი ეტაპობრივად შეგიძლიათ მოიშოროთ ჯერ ყველა ტიპის წვენზე თქვით უარი კოკაკოლა, ენერგეტიკული სასმელები, „ნატურალური“ ხილის წვენები და ასე შემდეგ, დალიეთ მხოლოდ წყალი ან მინერალური წყალი (მინერალური წყალიც იწვევს დამოკიდებულებას და ბევრი არ მოიხმაროთ), შემდეგ ეტაპზე მოიშორეთ საჭმელი რომელიც ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს ნამცხვრები პეჩენიები შოკოლადი და სხვა... შაქარი შეგიძლიათ მიიღოთ ხილისგან ასევე სხვადასხვა ჩირებიც ძალიან კარგი წყაროა და პრინციპში თაფლი სასარგებლოა თუმცა შეიძლება ბევრი დოპამინი გამოყოს თაფლმა, თუ შაქრის მოშორება ძალიან გიჭირთ ცოტა თაფლი მიიღეთ სხვა შაქრებს ნამდვილად ჯობია (ნატურალური თუა რათქმაუნდა) მაგრამ თუ ძალიან არ გიჭირთ მაშინ დროებით თაფლზეც უარი თქვით და მომავალში დისციპლინირებული გაწონასწორებული ადამიანი რომ გახდებით მერე დაიწყეთ თაფლის ჭამა... ხოლო თუ თქვენ სრულად გსურთ შაქარზე უარის თქმა მაშინ მოუმზადებელი საჭმელი უნდა იყიდოთ და თქვენით გააკეთოთ ყველაფერი (ამერიკაში ქარხნული პროდუქტის 80%-ში შაქარია დამატებული რამდენადაც მახსოვს) ბევრი კომპანია დაჟე ჩვეულებრივ პურშიც შაქარს უმატბს, კეტჩუპებზე ჩიფსებზე და სხვა ასეთ პროდუქტზე საუბარიც არააB) ცხიმზე ბევრს აღარ დავწერ, შაქარი უფრო მავნებელია ამ კუთხით თუმცა ცხიმის მიღებაც გამოყოფს ნორმალურზე მეტ დოპამინს და სცადეთ უზომოდ არ მიიღოთ ცხიმები (ნორმალური რაოდენობები დასაშვებია და საჭიროცაა)… ჯანმრთელი ცხიმებია, თხილეულში, ავოკადო ძალიან კარგია, ზეთის ხილის ზეთი, არაქისი... ჯობია არ მიიღოთ ცხოველური ცხიმები და ძალიან ცუდია შემწვარი ცხიმები (კვების სექციაში უფრო ვრცლად და ზუსტად იქნება განხილვა)
6) ის რაც არაბუნებრივ მოთხოვნილებას იწვევს და დამოკიდებული ხართ... მაგალითად აზარტული თამაშები, გახსოვდეთ აზარტულ თამაშებში არარსებობს იღბალი ან რაღაცის გამოთვლა ეს არის სუფთა მათემატიკური სტატისტიკა სადაც კაზინო ყოველთვის მოგებაშია ზუსტად მაგ მოგების ხარჯზე აქვთ დაქირავებული ამხელა შენობები ქალაქის ცენტრში, ყავთ ამდენი თანამშრომელი, ბიუჯეტში იხდიან გაზრდილ გადასახადებს და მაინც ძალიან მდიდრდებიან, ეს ხდება A) სტატისტიკაში გაუნათლებელი ხალხის და B) დამოკიდებული ხალხის ხარჯზე, პირველ შემთხვევაში საკუთარი უვიცობიდან გამომდინარე ადამიანი ფიქრობს რომ ფულს გააკეთებს და მოგებაში იქნება (სტატისტიკით არსებობს ასეთი ხალხიც თუმცა აბსოლუტურ უმცირესობაში არიან) ხოლო მეორე ტიპის ხალხი დამოკიდებულია, ვერ ჩერდება და კაზინო ამას ძალიან უნამუსოდ მაგრამ ხეირიანად იყენებს... თამაშების მიღმა თქვენთვითონ უნდა გაერკვეთ თქვენს თავში შეიძლება რაღაცა ტიპის ფიქრებია რაც თავიდან არ ამოგდით და დიდ სიამოვნებას იღებთ შეიძლება რამე მავნე ჩვევა გაქვთ რასაც ყოველ წამს აკეთებთ და გსიამოვნებთ. შოპინგზე დამოკიდებულებაც ერთ ერთი ძლიერი დოპამინის წყაროა, ასევე სექს დამოკიდებულებაც მავნებელია პარტნიორებს თუ დიდი სიხშირით იცვლით ეს მუდმივი სიახლეც მავნებელია. მოკლედ ხშირი და მცირე დოპამინიც მავნებელია ისევე როგორც ცოტა უფრო იშვიათი და დიდი დოპამინი... თავი შეიკავეთ ისეთი ქმედებისგან რასაც სარგებლობა არ მოაქვს რაც დამოკიდებულებას იწვევს და არაჯანსაღ სიამოვნებას განიჭებთ, მათ შორის ზედმეტად ხშირი მუსიკის მოსმენაც ამ კატეგორიაშია... ასევე აღსანიშნავია რომ ყველა გატაცება არ აზიანებს დოპამინს და ყველაფერზე რაც გიყვართ არუნდა თქვათ უარი, არამედ არაბუნებრივ დამაზიანებელ ქმედებაზე პ.ს. მათი ყველაზე ძლიერი ფორმები და უმეტესი ნაწილი ზემოთაა ჩამოთვლილი
თუ თქვენ მთლიანად ვერ ამბობთ უარს ამა თუ იმ ფაქტორზე მაშინ მინიმუმ გარკვეული შეზღუდვები მაინც დაიწესეთ. მაგალითად კომპიუტერთან დაჯდომა აიკრძალეთ დღის პირველ ნახევარში, დავუშვათ 19 საათამდე, ამ პერიოდში თქვენ უნდა აკეთოთ საქმეები ან უბრალოდ დაისვენოთ სხვა რამით გაერთოდ და მხოლოდ შვიდი საათიდან დაჯექით კომპიუტერთან ან შედით სოციალურ ქსელებში... შეგიძლიათ დაიწესოთ რომ დალევთ ან მოწევთ მხოლოდ შაბათკვირას, ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სადმე ბუნებაში თუ გახვალთ ლამაზ ადგილას, უბანში გარაჟში ან სადარბაზოში მესამე სართულზო ბულბულატორებს შეეშვით, (თუ ძლიერი დამოკიდებულება გაქვთ უკვე განვითარებული რთული იქნება ასე შეზღუდვა იმიტომ რომ ცოტათი და ზომიერად არარსებობს დამოკიდებულების დროს)
დამატებითი უარყოფით ეფექტები დოპამინზე: A) ქრონიკული დაავადებები ან გინდაც ალერგია, ამ დროს სხეული მუდმივად პრობლემასთან ბრძოლას და სხეულის აღდგენას ცდილობს რაც ხელს უშლის დოპამინის მწყობრად მუშაობას B) მუდმივი სიახლეები, სულ რაღაც ახალი ინფორმაციის მიღება ახალი შეგრძნებები როგორიცაა ფილმები ახალი ამბები ახალი მუსიკა, ახალი საჭმელი, მოგზაურობა, და სხვა... ყველაფერი ახალიც მიჩვევას იწვევს და ბევრ დოპამინს გამოყოფს (სიახლე კარგია მაგრამ ზომიერების ფარგლებში) C) მონიტორების ლურჯი ფერი არღვევს დოპამინის გამოყოფას (დაბლა სწევს მის დონეს) ძილის სექციაში უფრო ვრცლად წერია როგორ დავბლოკოთ ლურჯი ფერი D) ზოგადი ნეგატივიც იწვევს დამოკიდებულებას მუდმივად ვიღაცის კრიტიკა ლანძღვა პოლიტიკაში ჩართვა ასევე დამოკიდებულების ფორმაა E) მულტითასქინგი საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს დოპამინზე (ამცირებს მის დონეს) ისევე როგორც ჩვენი კონცენტრაციის უნარზე, სცადეთ რომ უმეტეს შემთხვევებში აკეთოთ მხოლოდ ერთი რამ მაგალითად თუ ფილმს უყურებთ ნახეთ მარტო ფილმი ფეისბუკზე პარალელურად ნუ შეძვრებით, თუ ჭამთ მაშინ ჭამეთ და საჭმლის გემოს დააკვირდით იმის მაგივრად რომ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჭამოთ F) სიმსუქნეც საკმაოდ ცუდათ მოქმედებს დოპამინის სისტემაზე, მცირდება დოპამინის გამოყოფა რის გამოც გაგიჭირდებათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა. წონაში დაკლება ბევრ რამეში დაგეხმარებათ
დოპამინის რეცეპტორების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას საშუალოდ სჭირდება 3 თვე თუმცა შეიძლება უფრო მეტი დროც დასჭირდეს გააჩნია ინდივიდუალურ შემთხვევას... თქვენ თუ დღეს დაანებებთ თამაშს ან შაქარს თავს მომდევნო 3 თვის მანძილზე უნდა იგრძნოთ ნელი მაგრამ სტაბილური გაუმჯობესება
დოპამინის დეტოქსი: დოპამინის დეტოქსი არის პროცედურა როცა ადამიანი საშუალოდ 1-3 დღის განმავლობაში იკლებს ყველაფერ სასიამოვნოს და არის სრულ მოწყენილობაში ამ დროს მნიშვნელოვნად აქტიურდება დოპამინის რეცეპტორები და უფრო მგრძნობიარე ხდებიან... დავუშვათ თქვენ თამაშობთ ვიდეო თამაშებს (და პლიუს ათას სხვა რამეს აკეთებთ) ხოდა რეცეპტორების მგრძნობელობა დაქვეითებულია 28%-მდე, შემდეგ ვიდეო თამაშებზე უარი თქვით და მუდმივი მგრძნობელობა 35%-ზე უნდა ავიდეს, თავიდან უფრო სწრაფად დაიწყებს ასვლას მაგრამ ბოლოში საკმაოდ შენელდება პროცესი შეიძლება საერთოდ 33%-ზე გაჩერდეს და მეტი არც ავიდეს ანუ მგრძნობელობის 2 პროცენტს უბრალოდ დაკარგავთ ხოლო როცა დოპამინის დეტოქსს მოიწყობთ მგრძნობელობა ავა დავუშვათ 50%-ზე და მერე დაიწყებს ნელნელა ჩამოსვლას შეიძლება 38%-ზეც გაჩერდეს... მოკლედ სასურველია დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ გააკეთოთ დოპამინის დეტოქსი რომ გამოაფხიზლოთ თქვენი რეცეპტორები... ამ დეტოქსს სხვადასხვა დონეები (სირთულეები) გააჩნია მოდი დავწერ რამოდენიმეს თქვენ კი თუ გადაწყვიტავთ დეტოქსს შეარჩიეთ თქვენთვის უფრო მისაღები ვარიანტი მოაკელით და დაამატეთ რასაც ჩათვლით საჭიროდ 1 ) მინიმალურია დონეა მთელი დღის განმავლობაში არ ითამაშოთ არანაირი თამაში, არ შეხვიდეთ სოციალურ ქსლებში, არანაირი პორნო არანაირი ნარკოტიკები, არჭამოთ გემრიელი საჭმელი განსაკუთრებით ცხიმიანი და ტკბილი 2) ყველაფერი რაც პირველ შემთხვევაში იკრძალება პლიუს კომპიუტერი და სმარტფონი აკრძალულია არანაირი მესიჯები მხოლოდ დარეკვა და საუბარი შეგიძლიათ, მუსიკაც აკრძალულია, შეგიძლიათ გაისეირნოთ ბუნებაში, წიგნი წაიკითხოთ, ვინმეს ელაპარაკოთ თუმცა ზომიერად ძალიან არ გაერთოთ, საჭმელი მაქსიმალურად უგემური ჭამეთ ყავა ჯობია არდალიოთ თუ ძლიერი დამოკიდებულება არგაქვთ და არანაირი წვენები მარტო წყალი სასმელებში 3) საერთოდ აკრძალულია საჭმელი მხოლოდ წყალი და მინერალები შეგიძლიათ მიიღოთ, არანაირი ელექტრო ტექნიკა მობილური კომპიუტერი მუსიკა და ასეთი რამ, არშეიძლება გარეთ სეირნი ვინმესთან საუბარი, კითხვა, რაც მთავარია სასიამოვნო აზრებისგან უნდა შეიკავოთ თავი, არც ბანაობა შეიძლება, (ხელების დაბანა ნებადართულია :p) მოკლედ ზიხართ ოთახში და შეგიძლიათ რომ გააკეთოთ მხოლოდ სამი რამ A) დალიოთ წყალი და მიიღოთ მინერალები B) იმედიტიროთ C) ფიზიკურ ქაღალდზე ფიზიკური პასტით წეროთ საინტერესო იდეა თუ მოგივათ
რომ შევაჯამოთ ხალხს ერთმანეთში ერევა უშუალოდ ბედნიერება და დოპამინის მიერ დანაპირები რომ ბედნიერებას მოგვიტანს, უამრავი მოვლენაა როცა ავყვებით დოპამინის სურვილებს და მაინც ვერ ვგრძნობთ იმ ბედნიერებას ან დაკმაყოფილებას რასაც მოველოდით... ჩვენი მოტივაცია 2 პრობლემის წინაშე დგება A) როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით დოპამინი გამოიყოფა (ყველაზე მეტად ეს ხდება მძიმე ნარკოტიკებით, მეორე ადგილზე პორნოგრაფიაა და შემდეგ მოდის მსუბუქი ნარკოტიკები ალკოჰოლი, მოსაწევი) ამ ნივთიერებების მიღებით მნიშვნელოვნად ქვეითდება დოპამინის რეცეპტორები რის შედეგადაც აბსოლუტურად ყველა სხვა ქცევასაც დაბლა ეწევა დოპამინი და აღარაგვაქ მოტივაცია რომ რამე სასარგებლო ვაკეთოთ B) როდესაც ისეთი გატაცება გვაქ რომელსაც ძალიან მაღალი დოპამინი არ გამოეყოფა მაგალითად ვიდეო თამაშები, ცხიმებით და შაქრით გაბერილი საკვები, სოციალური ქსელები და სხვა, ამ დროს რეცეპტორები ნაკლებად ქვეითთდება მაგრამ უფრო მეტად ტვინი ამ აქტივობას ანიჭებს უპირატესობას ვიდრე წიგნის კითხვას ან სწავლას იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში უფრო მეტ დოპამინს ვიღებთ და უფრო სწრაფად ვიდრე მეორე შემთხვევაში, ხოდა გამოგვიმუშავდება სიზარმაცის გრძნობა სასარგებლო ქცევის მიმართ (რათქმაუნდა ნარკოტიკებზე და პორნოზეც ხდება ანალოგიური რამ)... ეს ყველაფერი მართალია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც აქტივობა ძალიან მოგწონთ და გსიამოვნებთ, სიტყვაზე თუ თქვენ ვიდეო თამაშებით არ ხართ გატაცებული მაშინ აზრიც ეკარგება ვიდეო თამაშებისგან თავშეკავებას და უარის თქმას ხო? რაზეც ძლიერად ხართ დამოკიდებული და გიჭირთ მის გარეშე გაძლება სწორედ ეგ ქმედებაა დოპამინის დიდი წყარო
დოპამინის სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მისი საბაზისო დონის ასაწევად ძალიან კარგია:
ცივი შხაპი (დასაწერია)
დროული და სწორი ძილი (მზადაა)
პერიოდული შიმშილი (დასაწერია) (ასევე სიმსუქნეც ცუდათ მოქმედებს დოპამინზე)
სწორი კვება (პროცესშია)
მზე
დოპამინის გამოსამუშავებლად ძალიან მნიშვნელოვანია მზის შუქი, აუცილებლად დილაობით გაღვიძების შემდეგ სცადეთ გაიხედოთ ფანჯარაში ან გახვიდეთ გარეთ რომ მიიღოთ მეტი მზის შუქი, დღის განმავლობაშიც არ მოერიდოთ მზეს იგი თქვენი დოპამინის მეგობარია. ასევე გაითვალისწინეთ მზის სათვალეების გაკეთების დროს ორგანიზმი იბნევა, არიცის რახდება და ნაკლებად გამოყოფს მელანინს რაც ცუდია კანისთვის, ასევე მზის სათვალეები ხელს უშლის დოპამინის წარმოქმნას. თუ რამე თვალის სპეციფიური პრობლემები არ გაწუხებთ მზის სათვალე არ გამოიყენოთ!











4) სოციალური მედია / ინტერნეტი
ReplyDeleteესაა ჩემი ძირითადი ადიქცია, მბოჭავს და წინ წასვლის საშუალებას არ მაძლევს :(
კარგი იყო მომეწონა. სექსდამოკიდებულებაზეც თუ დაწერ კარგი იქნება. იმიტომ რომ პორნოდამოკიდებულები ძირითადად სექსდამოკიდებულები ვართ. ასევე ბევრგან წამიკითხავს რომ დამოკიდებულებები შესაძლოა კავშირში იყოს obsessive-compulsove აშლილობასთან.
ReplyDeleteკარგი იქნება შემდეგ პოსტში თუ დამოკიდებულებებისგან თავის დაღწევის საშუალებებზე ისაუბრებ ვრცლად. რადგან პირადად მე უკვე თითქმის ყველაფერი ვიცი თუ რატომ ვარ დამოკიდებული რაც გარკვეულ წილად მაძლევს ძალას და უპირატესობას მაგრამ საბრძოლველად მაინც უსუსური ვარ და რეალურად არაფერი იცვლება. ისე ჩემი დაკვირვებით ნებისმიერი დამოკიდებულების დამარცხებაში დიდი წვლილი აქვს სოციალიზაციას. როცა ხარ საზოგადოების მიერ აღიარებული და მიღებული სტრესის დონეც ნაკლები გავს ტვინში გამოყეყოფა სიამოვნების მომგვრელი ნივთიერებები და დამოკიდებულების განმეორების მოთხოვნილება ნაკლები გაქვს.
ისე სტრესს და დეპრესიასაც დიდი როლი უკავია დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. შესაძლოა მათზე მკურნალობამ პროგრესი აჩვენოს დამოკიდებულებებთან ბრძოლაში.
მოკლედ ბევრი მსგავსება დავინახე ჩემსა და შენს შორის აშკარაა ერთი პრობლემა გვაწუხებს.
ისე კარგი იქნება თუ ქართველი ფსიქოთერაპევტები დაიწყებენ იმაზე საუბარს რომ რეალურად პორნო მავნე ჩვევაა.
Well done, ძალიან გასაგებად გიწერია და ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან ასპექტს შეეხე, დიაგრამები კარგად ანახებს, რატომ აკეთებს ადამიანი ერთი შეხედვით გაუგონარ სიგიჟეს, მაგალითად ყიდის ავეჯს რომ კოკაინი იშოვოს, ან რატომ ზის 90% პორნოგრაფიაზე, დოპამინის კონტროლით ადამიანი აკონტროლებს საკუთარ ქმედებებს და შედეგად ცხოვრებას. ძალიან საინტერესო იყო, keep up the good work bro 🧘🏽🏋️🍏
ReplyDeleteკარგია ყოჩაღ
ReplyDeleteდიდ მადლობა გიხდი ამ პოსტისთვის, ვერც კი წარმლიდგენ როგორ დამეხმარე და რამხელას ნიშნავს ეს ჩემთვის. მინახავს ვიდეოები და სხვა სტატიები იგივე დოპამინზე, მაგრამ ასე დეტალურად და რეალურად არავის დაუწერია. Respect
ReplyDeleteმადლობა.
Deleteუფრო ბევრ რაღაცას ვწერ და თუ დაადგა საშველი მემგონი გამოადგება ბევრს... მათ შორის მეც მაგრად გამომადგება იმიტომ რომ დავიწყება იცის ბევრ რამემ და ასევე სხვას რომ უყვები ისტორიას უფრო კარგად აყალიბებ ყველაფერს უფრო მეტს სწავლობ და უფრო გამახსოვრდება
კარგ საქმეს აკეთებ ხარისხიანი ნამუშევარია მადლობა
ReplyDelete